16:33 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 15:41:01, 1192 ნახვა

საზოგადოება
სოციალურ ქსელში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა

სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეო მასალა გავრცელდა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ვიდეოში ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრებაა ასახული.  ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გადააიღო და გაავრცელა ეს კადრები სოციალურ ქსელში.

სკოლაში აცხადებენ, რომ მოსწავლეები, რომლებიც ვიდეოში ფიგურირებენ მშობლების განცხადების საფუძველზე სხვა სასწავლებლებში გადაიყვანეს. 

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა დავითაძის თქმით, კადრები არასასწავლო პერიოდში, სავარაუდოდ მშენებარე კორპუსშია გადაღებულია.  

„ერთ-ერთი  კერძო სკოლის მიერ დღეს მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში დახურულ ჯგუფში  გავრცელდა ვიდეო. სავარაუდოდ ეს ვიდეო ეხება ამ სკოლის  მოსწავლეებს. ამის შემდგომ სკოლამ დაიბარა მშობლები და მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია . ასევე სკოლამ ინფორმაცია მიაწოდა სოც. სააგენტოს და სამართალდამცავ ორგანოებს. ამ მომენტისთვის მშობლებმა დაწერეს განცხადებები და თავიანთი შვილების გადაყვანა სურთ ამ სკოლიდან. ეს ვიდეო გადაღებულია არა სასკოლო დროს, სკოლის გარეთ. სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში,“-განაცხადა გოჩა დავითაძემ.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
Georgian Airways-მა რუსეთში „ხალიჩების“ გამო ზარალი 8 მილიონ დოლარად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics