15:45 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 19:16:48, 1240 ნახვა

საზოგადოება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა გამოფენა, რომელიც ზუსტად 100 წლის წინათ საქართველოში ჩატარებულ პირველ საყოველთაო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს შეეხება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული მასალა, რომელიც  თვითმმართველობის პირველი არჩევნებს ასახავს: საარჩევნო სიებისა და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები, ამავე პერიოდის საგაზეთო მასალები, ფოტოები და სხვა.

გამოფენის პარალელურად გაიმართება ფილმის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის კინოქრონიკა" (ავტორი ნინო ნატროშვილი, რეჟისორი ანდრო ჭიაურელი)  - ჩვენება და ისტორიკოს დავით ლოსაბერიძის ნაშრომის - „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ" - პრეზენტაცია.

ღონისძიება იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

გამოფენის კურატორები არიან ისტორიკოსები: დავით ლოსაბერიძე, ირაკლი ხვადაგიანი და ირაკლი ირემაძე.

გამოფენა გაგრძელდება 21 თებერვლის ჩათვლით. დასწრება თავისუფალია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად
კობახიძე - როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ოლე-ოლას სიმღერის გამო მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
ანდრია ჯაღმაიძე - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics