|
2019-02-15 15:08:07, 1154 ნახვა
კომენტარი
გაბუნია: K2-მა თბილისს დაუკარგა თავისი ურბანული ფუნქცია, მივესალმებით ამ მავნებლური ინსტრუმენტის პრაქტიკიდან განდევნას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებას კოეფიციენტების გადაჭარბებასთან დაკავშირებით დადებიტად აფასებს. "თბილისი წლების მანძილზე შორდებოდა განვითარების სივრცით-არქიტექტურულ, გეგმარებით, ვიზუალურ და ზოგადად სისტემურობის თვალსაზრისით განსაზღვრულ პოლიტიკას და ამაში თავისი დიდი როლი ითამაშა ისეთმა მავნებლურმა ინსტრუმენტმა როგორიც იყო კ2. ასეთმა ზედაპირულმა მიდგომებმა გამოიწვია ქალაქის ურბანული განვითარების ერთგვარი კრიზისი. კ2-მა თბილისს დაუკარგა თავისი ურბანული ფუნქცია და ფორმა და ამიტომ მივესალმებით ამ მავნებლური ინსტრუმენტის პრაქტიკიდან განდევნას. ცხადია, მხოლოდ გაუქმებით ამოცანა ვერ მიიღწევა. ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქის მუნციპალიტეტი გააგრძელებს სამუშაოს ახალი გენგეგმის პირობებში, რომ მივიღოთ პროგნოზირებადი ურბანული პოლიტიკა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ქალაქის ფორმებთან და მისი ჰარმონიული განვითარების ამოცანებთან. ამასთან, შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული საკანონმდებლო სამუშაოც, რისთვისაც პარლამენტი მზად არის", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)