|
2026-08-18 16:22:25, 287 ნახვა
პოლიტიკა
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღწევის მიზნით, დაზარალებულის მეგობარსა და დედას თანხა და ქონებრივი სარგებელი შესთავაზა. სანაცვლოდ მას სურდა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას ჩვენება შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედება) წარედგინა, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)