15:45 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 11:36:08, 938 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. 

როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, 2018 წლის 17 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რამაც საქართველოს პრეზიდენტის ახალი უფლება-მოვალეობები განსაზღვრა.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, "საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ კანონით, განისაზღვრა 60 საშტატო ერთეული. იქიდან გამომდინარე, რომ 1-ელი იანვრიდან, სწორედ, ასეთი საშტატო ერთეულია გათვალისწინებული ბიუჯეტში, 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის პროცესი გამოაცხადა. რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 იანვარს დაიწყო, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე შიდა რესურსისთვის გაკეთდა შეთავაზებები. 15 თებერვლიდან დაიწყება რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის კადრი, რომელიც დღეს მუშაობს, მაგრამ, ან არ მიიღებს, ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გადავა უკვე საჯარო ბიუროს განკარგულებაში და საჯარო ბიურო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივია, საჯარო სამსახურში, შეეცდება თითოეული მათგანისთვის შეარჩიოს - მოძებნოს შესაბამისი შტატი, პოზიცია. იმ შემთხვევაში თუ შეთავაზებული პირობები არ იქნება მისაღები, ისინი მიიღებენ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციას", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად
კობახიძე - როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ოლე-ოლას სიმღერის გამო მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
ანდრია ჯაღმაიძე - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics