|
2019-02-14 18:35:32, 1244 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოს მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა
„მაიკ პომპეოს განცხადება იყო მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ პოლონეთში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას. ნატო-ს სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ცხოვრების წესს ემუქრება. „ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან მყარი მხარდამჭერია. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული. მაიკ პომპეოს განცხადება იყო მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება. ასევე, იცით, რომ არაერთ დოკუმენტში აისახა ჩანაწერები, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უკავშირდება და ამ ჩანაწერებს აქვს თავისი პირდაპირი დატვირთვა. კერძოდ, ის აისახება იმაზე, რომ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)