15:35 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 19:37:00, 1180 ნახვა

საზოგადოება
ქობულია: საქართველოში 2019 წელს რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგცენტრის მშენებლობა დაიწყება

2019 წელს საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მაღალკვალიფიციური კადრების - მძღოლებისა და მენეჯერების მომზადების და პერიოდული გადამზადების მიზნით, რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ ცენტრის მშენებლობა დაიწყება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

მინისტრის პრეზენტაციის თანახმად, რეგიონალურ ტრეინინგ ცენტრს ექნება 4 კილომეტრიანი სიმულაციური ტრასა და საშუალება, წელიწადში გადაამზადოს 1000-მდე მძღოლი ევროპული სტანდარტის შესაბამისად.

ცენტრში გადამზადებას გაივლიან როგორც ავტობუსის მძღოლები და ტრაილერის მძღოლები, ასევე პატრული, სასწრაფო, მუნიციპალური ტრანსპორტო და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მძღოლებს, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, აუცილებელია გააჩნდეთ ევროპული სტანდარტის აკრედიტაცია. ასევე გაიზარდება უსაფრთხოების ხარისხი შიდა გადაზიდვა-გადაყვანის შემთხვევების დროს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად
კობახიძე - როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ოლე-ოლას სიმღერის გამო მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
ანდრია ჯაღმაიძე - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics