17:13 - 18 Aug, 2026
|
2019-02-13 15:00:12, 1192 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ბათუმთან არსებულ ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება
ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასევე ეკომიგრანტები, მათ შორის ზემო აჭარიდან. „ეს ხალხი იქ უკიდურესად მძიმე, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობს. ამიტომ ჩვენ, აჭარის მთავრობასთან ერთად, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და 1700-ზე მეტი ოჯახისთვის აშენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი. მნიშვნელოვანია, რომ მათ იმავე ტერიტორიაზე ექნებათ საკუთარი ბინები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)