2019-02-12 14:28:53, 1556 ნახვა
სამართალი
13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
რუსთავში, 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარემ სასამართლოს ექსპერტიზის დანიშვნის შუამდგომლობით მიმართა. გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ არც ერთი დეტალი არ ახსოვს.
ბრალდებული სასამართლო პროცესზე ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მიიყვანეს. ის მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში 29 წლის მამაკაცმა 13 წლის ძმიშვილი მოკლა. ბრალდებულმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკვლელობამდე ახლობლებმა ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიიყვანეს, თუმცა ადგილის არ ქონის გამო, ის ოჯახის წევრებს უკან გამოაყოლეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ,