19:31 - 17 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-17 18:08:56, 304 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება

საინფორმაციო გამოშვებაში უნდა იყოს დაცული ნეიტრალიტეტის პრინციპი, წლების განმავლობაში მოქმედებდა ეს ნორმები კანონმდებლობაში, თუმცა მათი აღსრულება არ იყო უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, დღეს არის უზრუნველყოფილი ამ ნორმების აღსრულება და ობიექტურობის სტანდარტები ადგენს, როდის შეუძლია, მედიასაშუალებას შეფასებითი განცხადება გაავრცელოს, როდის – არა.

„თქვენ იცით, რომ კონტექსტია მნიშვნელოვანი, რა კონტექსტშია სიტყვა „რეჟიმი“ გამოყენებული. როდის შეუძლია, მედიასაშუალებას შეფასებითი განცხადება გაავრცელოს, როდის არ შეუძლია, ამას ადგენს ობიექტურობის სტანდარტები. მე დეტალებში ვერ შევალ, რადგან ამ ყველაფერს არეგულირებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. თუ რაიმე შეკითხვა არსებობს კომუნიკაციების კომისიასთან მიმართებით, მათ უნდა დაუსვათ.

უკვე მრავალი წელია, საქართველოში ობიექტურობის სტანდარტები მოქმედებს. უბრალოდ ეფექტური არ იყო შესაბამისი ნორმები გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი. თავისთავად საინფორმაციო გამოშვებაში, განსხვავებით საავტორო გადაცემისგან, რომ უნდა იყოს დაცული ნეიტრალიტეტის პრინციპი, ეს არ არის ახალი, ხომ? წლების განმავლობაში მოქმედებდა ეს ნორმები ჩვენს კანონმდებლობაში, ისევე როგორც მოქმედებს ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში, თუმცა მათი აღსრულება არ იყო უზრუნველყოფილი. დღეს არის უზრუნველყოფილი ამ ნორმების აღსრულება ობიექტურობის სტანდარტიდან გამომდინარე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, აქამდე არ არსებობდა კანონმდებლობაში გაწერილი სტანდარტების აღსრულების მექანიზმი და ახლა ჩაიდო აღსრულების მექანიზმი.

„ზოგადად, მედია უნდა იყოს ობიექტური, ხომ ვთანხმდებით?! შეიძლება საავტორო გადაცემებში საკუთარი სუბიექტური მოსაზრება გამოთქვას ჟურნალისტმა, მაგრამ, მაგალითად, როდესაც საინფორმაციო გამოშვება გადის ეთერში, ის უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტურობის სტანდარტებს. ზოგადად ასეა, ჩვენთან არ იყო არასდროს დაცული ეს პრინციპი, მაგრამ ასეა და ეს კანონმდებლობაშიც იყო გაწერილი. რაც იყო გაწერილი და არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი, იქ ჩაიდო აღსრულების მექანიზმი. ეს არის და ეს. დანარჩენი ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს, ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებული ყოველი პოლიტიკური ორთაბრძოლიდან, გინდა რეჟიმი დაგვიძახონ, გინდა დიქტატურა და რა ვიცი რაც უნდათ. ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებულები. ჩვენ წუხილზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ მედიაგარემო უნდა გაჯანსაღდეს ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
საბერძნეთი განიხილავს ლიეტუვაში კრემლის ორი კრიტიკოსის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის ექსტრადირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics