17:13 - 18 Aug, 2026
|
2019-02-11 10:49:37, 1323 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი - სააკაშვილს ჰგონია, რომ წითელი ხალიჩით დახვდებიან, მაგრამ განსასჯელის სკამი ელოდება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაში ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას გამოეხმაურა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი ილუზიაში ცხოვრობს და ჰგონია, რომ მაღალი რეიტინგი აქვს. „სააკაშვილი მთელს ქვეყანას ილუზიაში აცხოვრებდა, მე მგონია, რომ ახლა თავად არის ილუზიაში და ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა მას რაღაც წითელი ხალიჩით დახვდებიან. დახვედრით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება. ასე, რომ მე მას ვურჩევ, რომ ის რაც ჩაიდინა მან ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, ამაზე იფიქროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მავნებლობა ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)