|
2019-02-09 14:04:34, 1812 ნახვა
სამართალი
პოლიციამ სარფში ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობთ ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ფ. სარფში დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ და 86 გრამამდე ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობთ ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)