|
2019-02-08 11:55:58, 1580 ნახვა
სამართალი
შსს-ში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს "სისტემური განახლებისას", საგამოძიებო მიმართულების რეფორმის ფარგლებში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა, ასევე, მათი დაცვა ხელახალი და განმეორებითი ვიქტიმიზაციისაგან. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიქმნა აღნიშნული სამსახური. სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება გამომძიებელსა და დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება. სისხლის სამართლის სამართალწარმოებისას კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს იმ მსხვერპლებთან კომუნიკაციის საკითხს, რომლებიც ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, სექსუალური ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის შედეგად არიან დაზარალებულები. ასევე, პრიორიტეტულია არასრულწლოვან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაზარალებულებთან/მოწმეებთან კომუნიკაცია. პირველ ეტაპზე კოორდინატორები, „საპილოტე“ რეჟიმში, თბილისში, რუსთავსა და მარნეულში იმუშავებენ. აღნიშნულ პოზიციაზე 6 ადამიანი დასაქმდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოორდინატორების პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად კონკურსი უკვე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უმაღლესი განათლების მქონე პირებს. განაცხადის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.hr.police.ge განაცხადების მიღება 21 თებერვალს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)