|
2015-06-17 10:16:11, 458 ნახვა
პოლიტიკა
ხადური: შემოწირულობების სახით ამ ეტაპზე 4 მილიონ 200 ათას ლარზე მეტია მობილიზებული
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ხაზინაში ანგარიშზე და კომერციული ბანკების ანგარიშზე ამ დროისათვის მობილიზებულია 4 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის სრულად შემოწირულობები, მათ შორის კერძო და ფიზიკური პირებისგან შემოწირულობა არის მილიონ 700 ათასი ლარი, 31 ათასი დოლარი და ათასი ევრო. "სახელმწიფო ბიუჯეტმა უკვე გამოყო 10 მილიონი ლარი მთავრობის განკარგულებით რეგიონების ფონდიდან, რომელიც უკვე ჩაერიცხა მერიას. კვირასვე განხორციელდა ეს ტრანზაქცია. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 200 ათასი ლარი. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გარდაცვლილთა ოჯახების დახმარებისთვის გამოიყო ამ ეტაპზე 150 ათასი ლარი. ყველა ოჯახი ხვალვე მიიღებს ამ დახმარებას მას მერე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობისგან მივიღებთ მათ ზუსტ კოორდინატებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, რაც შეეხება დონორებს, 2 დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო, ქალაქის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობდა დონორებთან. ხადურის განცხადებით, ელჩების მხრიდან არის სრული მზაობა იმუშაონ და დღეს ფინანსთა სამინისტრო მიაწვდის იდენტიფიცირებულ საჭიროებებს მათ. "ელჩებსაც და საფინანსო ინსტიტუტებსაც ჩვენ ვთხოვეთ, რომ დახმარების დიდი ნაწილი ჩვენ გვინდა იყოს ფინანსური დახმარება, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა იქიდან არის შემოთავაზება როგორც ტექნიკის, ისე ინტელექტუალური დახმარება, ტექნიკური დახმარება, ექსპერტები და ა.შ.", - განაცხადა ხადურმა.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)