|
2019-01-21 18:00:45, 1775 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარი ფაქტების გამო მომჩივნების უფლების დარღვევა დაადგინა
2019 წლის 17 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ ორი ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროსასამართლომ საქმეზე − „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ − წამების აკრძალვის, ხოლო საქმეზე − „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ − საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების გადამეტების შედეგად მომჩივანმა მიიღო დაზიანებები, რაც უტოლდებოდა არაადამიანურ მოპყრობას. ფაქტზე არ ჩატარებულა სრულყოფილი, ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, სტრასბურგის სასამართლომ წამების აკრძალვის (მე-3 მუხლი) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა. რაც შეეხება საქმეს − „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ“, მომჩივანი აცხადებდა, რომ 2007-2009 წლებში საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებმა უარი განაცხადეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე, რომლებსაც შეეძლოთ მისი უდანაშაულობის დადასტურება. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის „d“ ქვეპუნქტი) დარღვევა დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, მომჩივანს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, შიდა სასამართლოების წინაშე წარედგინა მტკიცებულება (მოწმეთა დაკითხვის სახით), რასაც მისი უდანაშაულობის დამტკიცება შეეძლო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)