14:28 - 21 Aug, 2026
|
2019-01-09 12:43:56, 1871 ნახვა
სამართალი
ბელიაშვილზე ნაპოვნი ძაღლი გარდაიცვალა - შსს-მ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
8 იანვარს ბელიაშვილის ქუჩაზე მოქალაქემ ტომარაში გახვეული ძაღლი იპოვა. ძაღლს დაზიანებები თავის არეში, სავარაუდოდ, ნაჯახით ჰქონდა მიყენებული. ის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)