|
2018-12-27 17:31:48, 1709 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე - ყოფილი პრეზიდენტი არის უპრინციპო და უსინდისო ადამიანი
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა. წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მეუფე პეტრეს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჰკითხეს და დაინტერესდნენ, რა მოლოდინი ჰქონდა როდესაც ყოფილი პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართეს. „ყოფილი პრეზიდენტი არის უპრინციპო და უსინდისო ადამიანი“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. ის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ, დეკანოზის უფლებადამცველებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს, თუმცა 27 სექტემბერს, მამალაძემ შეწყალებაზე უარი მიიღო. მაშინ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განმარტა, რომ დეკანოზის საქმე განსაკუთრებული წესით შეისწავლეს, თუმცა კომისიამ პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა: "გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას. გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)