|
2026-08-18 08:39:43, 265 ნახვა
მსოფლიო
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
Bloomberg-ის ცნობით, შავ ზღვაში ბერძნული დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ Skiros-ს თავს დაესხნენ კასპიის მილსადენების კონსორციუმის (CPC) ტერმინალში რუსული ნავთობის ჩატვირთვის შემდეგ. იუწყება Bloomberg, წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ის წყაროებმა აღნიშნეს, რომ Suezmax Skiros-ს თავს დაესხნენ „ნოვოროსიისკის მახლობლად კასპიის მილსადენების კონსორციუმის ტერმინალში ჩატვირთვის შემდეგ“. გამოცემამ დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ CPC ძირითადად ყაზახურ ნავთობს ტვირთავს, ეს კონკრეტული ტვირთი რუსული წარმოშობის იყო. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, თავდასხმა კვირას ტერმინალთან ახლოს მოხდა. Bloomberg-ის სიტყვასიტყვით ავრცელებს ინფორმაციას: „ეს არის პირველი დარტყმა გემზე, რომელიც კასპიის მილსადენების კონსორციუმის (CPC) ტერმინალში - ყაზახური ნავთობის საექსპორტო მთავარ არხზე - შეჩერდა თავდასხმების თითქმის სამკვირიანი შესვენების შემდეგ. გასულ თვეში, დრონების განმეორებითმა დარტყმებმა შეაფერხა CPC ტვირთების ჩატვირთვა, რომელიც ბოლო დროს გლობალური ნავთობმომარაგების თითქმის 2%-ს შეადგენდა და ყაზახეთის ნავთობის საბადოები აიძულა წარმოების შემცირება“. ათენში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც Equasis სისტემაში Skiros-ის მენეჯერად არის ჩამოთვლილი, განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, დაბინძურება არ მომხდარა და გემის მფლობელები ინციდენტის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. კომპანიამ დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. გასული თვის ბოლოს, ტანკერებზე თავდასხმების სერიის შემდეგ, CPC-მ გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების რისკების თავიდან ასაცილებლად ოპერაციების შეჩერებაც კი განიხილა, თუმცა გადაწყვიტა ოპერაციების გაგრძელება, იუწყება Bloomberg. რა უძღოდა წინ ამას: აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, აგვისტოს დასაწყისში უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაესხმებოდა თავს შავ ზღვაში არსებულ გარკვეულ არარუსულ ნავთობტანკერებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რომლებიც ყაზახეთის ნავთობის ექსპორტისთვის კრიტიკულია, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში გემებზე თავდასხმებმა დატვირთვა შეაფერხა. აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, უკრაინა დათანხმდა, რომ თავი შეიკავოს კასპიის მილსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურასა და ტერმინალისკენ მიმავალ არარუსულ გემებზე თავდასხმისგან, იმ პირობით, რომ ეს გემები არ ექვემდებარებიან უკრაინის სანქციებს და არ გადაიტანენ რუსულ ტვირთს, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის საჯარო ნაწილში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები ესკალაცია იყო, რამაც შეიძლება ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს. თურქეთმა მოუწოდა რუსეთს და უკრაინას, მიიღონ ზომები შავ ზღვაში გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მას შემდეგ, რაც ნოვოროსიისკის რუსეთის პორტთან დრონით თავდასხმამ თურქეთის საკუთრებაში არსებული გემი დააზიანა და ეკიპაჟის სამი წევრი მძიმედ დაჭრა.
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)