|
2018-12-27 12:37:32, 1657 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე: ბოროტება უნდა დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებს ცინიზმი უწოდა. როგორც მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა. „პირველი საკითხი მაინც ჩემთვის პირადად მიმაჩნია, უნდა იქნეს სამივე ინსტანციის შემდეგ ე.წ. ციანიდის საკითხი, უნდა იმხილოს უსამართლობა და ცინიზმი საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოსი, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა. ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, უნდა იმხილოს უპასუხისმგებლობა ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირების, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს განცხადებები და უნდა იმხილოს უსჯულოება, ბოროტება დაიგმოს, ზოგადად ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა", - აღნიშნა მეუფე პეტრემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)