|
2018-12-26 15:16:46, 1989 ნახვა
სამართალი
„ადვოკატთა ასოციაცია“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტს მიმართავს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მიმართავს. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს, როგორც უმაღლესი საკასაციო ინსტანციის, წარმატებული რეფორმა უმნიშვნელოვანესია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში შემავალი ის ინსტიტუცია, რომელმაც თავიდანვე გამოთქვა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების უფლებამოსილების იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გადაცემის თაობაზე და ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში, ოფიციალური წერილით მიმართა საკონსტიტუციო კომისიასა და ვენეციის კომისიას. იხილეთ მიმართვის ტექსტი: https://bit.ly/2EPy4M2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილების მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით ნეგატიური პოზიცია განპირობებული იყო იმ რეალობით, რომ საქართველოში მოსამართლეთა თვითმმართველობის ხარისხი არასაკმარისია და არ შეესაბამება დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მოწყობის სტანდარტებს, რაც არაერთგზის აღინიშნა სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ. მიგვაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს. ადვოკატთა ასოციაცია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, მიუთითებდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების უფლების მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გადაცემით შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა უზენაეს სასამართლოში სხვა იურიდიული პროფესიებისა (ადვოკატი, პროკურორი, და სხვა) და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების განწესებას, რადგან თავიდანვე არსებობდა იმის ალბათობა, რომ ნომინირების დროს აქცენტი ძირითადად მოქმედ მოსამართლეებზე გაკეთდებოდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად მხოლოდ მოქმედი მოსამართლეების წარდგენამ, მაშინ როდესაც იურიდიულ პროფესიაში მოღვაწეობს მაღალი კვალიფიკაციის, რეპუტაციისა და ნდობის მქონე არაერთი იურისტი, რომელთაც არ მიეცათ ნომინირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, შეიძლება შექმნას რისკი, რომ სასამართლო ჩამოყალიბდეს დახურულ სისტემად, რაც კიდევ უფრო დააზიანებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტრატეგიულ მიზნებს. უზენაესი სასამართლოს, როგორც დოქტრინალური საკასაციო ინსტანციის, ჩამოყალიბებისა და სისტემის მიმართ ნდობის მოპოვების ინტერესებისათვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა განხორციელდეს გამჭვირვალე პროცესისა და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს საკასაციო სასამართლოს დაკომპლექტებას იურიდიულ პროფესიაში აღიარებული და მაღალი რეპუტაციის პროფესიონალებით, როგორც მოქმედი მოსამართლეების, ასევე იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებისა და მეცნიერ-იურისტთა რიგებიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს: ▶ (ა) უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების პროცესის იმგვარად რეგლამენტაცია, რომ ნომინირების ყველა ეტაპი წარიმართოს გამჭვირვალედ და ობიექტურად და ამასთან, იურიდიული პროფესიის ფართო წარმომადგენლობას მიეცეს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის შესაძლებობა. ▶ (ბ) უკვე წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებით კი, თუკი პარლამენტი მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას განიხილოს აღნიშნული საკითხი, აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას იმგვარი სამართლებრივი პროცედურისა და ფორმატის შემუშავება, რომ მოხდეს საკითხის მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში განხილვა. აქვე, გამოვთქვამთ მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატთა ნომინირების, ისე საპარლამენტო განხილვების ეტაპებზე“, - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატები 24 დეკემბერს დასახელდნენ.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)