|
2018-12-24 20:07:11, 1769 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: საქართველოში სასამართლო ფეხქვეშ არის გათელილი
"საქართველოში სასამართლო, ფაქტობრივად, ფეხქვეშ არის გათელილი", - ასე შეაფასა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლე. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, დასახელებული კანდიდატურები სასამართლო სისტემას დღემდე მართავდნენ. „იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები 10 კაცის შემადგენლობით, რომლებიც ფაქტობრივად, არის ის ძველი კლანი რომელიც დღემდე მართავდა სასამართლო სისტემას და რომელიც გამოირჩეოდა ძალადობის დაკანონებით, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული და სასამართლო, ფაქტობრივად, საქართველოში არის ფეხქვეშ გათელილი და ის არ ემორჩილება კანონებს და კონსტიტუციას. ის ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატები დასახელდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)