10:31 - 18 Aug, 2026
|
2018-12-24 16:40:22, 1672 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ცესკო დამოუკიდებელი ორგანოა და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებს
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებები თითქოს თამარ ჟვანია ხელისუფლების მითითებით დაინიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ სიმართლეს არ შეესაბამება. მდინარაძის თქმით, ცესკო დამოუკიდებელი ორგანოა და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებს. „ცესკო არის დამოუკიდებელი ორგანო. ის იღებს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს თამარ ჟვანიამ ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვა და შესაბამისად იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენი ოპონენტები ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ასე ლაპარაკობენ“, -განაცხადა მამუკა მდინარაძე. ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარედ ისევ თამარ ჟვანია აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)