03:16 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-22 13:17:55, 1844 ნახვა

სამართალი
შსს-ში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, უწყებაში რამდენიმე მოზარდი მშობლებთან ერთად არის მისული. ისინი მკვლელობის სავარაუდო თვითმხილველები არიან. 

ჯერჯერობით უცნობია თუ სახის ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ მოზარდებს საგამოძიებო ორგანოსთვის. შსს-ში შესვლამდე მოზარდების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ტრაგედია 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს კლინიკაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics