|
2018-12-21 18:38:45, 2047 ნახვა
სამართალი
გახარია - კრიმინალის მძიმე დანაშაულების ნაწილში გვაქვს კლება
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატის მიერ დასმულ, კრიმინალის ზრდასთან და სტატისტიკასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, კრიმინალის მძიმე დანაშაულების ნაწილში - განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა და ა.შ. - არის კლება. „ეს საკითხი ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ აქ. მე მაშინ დავდე პირობა, რომ სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ იქნება. ეს არის პირველი და ყველაზე სწორი გადადგმული ნაბიჯი, რომ პრობლემა დავაიდენტიფიციროთ. სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო ზუსტად ერთი წლის წინ, იანვრიდან და სტატისტიკის ეს ეფექტი, სწორი, ღია და ობიექტური გამოქვეყნების, ამ წელს, მთლიანად აითვისებს და აითვისებს მარტამდეც. ჩვენ რომ ობიექტურები ვიყოთ, რეალურად სტატისტიკასთან კრიმინალის ზრდაზე, უნდა ვისაუბროთ მარტიდან, ისეთ კრიმინალზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ - ქურდობა, ოჯახური დანაშაული და კიდევ ბევრი რაღაც - ეს იქნება ობიექტური რეალობა. იმიტომ, რომ გარდამავალი პერიოდი, გამოჩნდება მარტის შემდეგ, როდესაც ჩვენ აქ ავიღეთ ვალდებულება და გავაფრთხილეთ მთლიანად სისტემა, რომ ერთი ფაქტის დაფარვის შემთხვევაში იქნება უმკაცრესად დასჯილი ყველა. რეალურად კრიმინალის ზრდის ეფექტი, მძიმე დანაშაულების ნაწილში - რომლის დაფარვაც უბრალოდ შეუძლებელია, ჩვენ ასე თუ ისე, მცირეოდენი, მაგრამ ობიექტურად გვაქვს კლება. განზრახ მკვლელობა, მძიმე გარემოებებით მკვლელობა, ყაჩაღობა და ა.შ. - გვაქვს კლება. მე არ ვამბობ, რომ ეს იდეალური მდგომარეობაა. გეუბნებით, რომ რეალურად, საკუთრების მიმართ დანაშაულის ნაწილში სერიოზული პრობლემები გვაქვს და სერიოზულად არის სამუშაო. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ სტატისტიკა უნდა გამოგვექვეყნებინა, ამაზე იყო მორგებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც ახლა ვახორციელებთ. ისევე როგორც გარკვეული რეფორმები იყო მორგებული იმაზე, როგორი ტრაგიკული შემთხვევებიც მოხდა წლის დასაწყისში, ან იმ წლის ბოლოს. ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ჩვენ უფლებამოსილებაში შევედით. აქედან გამომდინარე, ვიღებ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული სახის დანაშაულების ნაწილში ზრდა გვაქვს, მაგრამ არ ვიღებ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემურად კრიმინალის ზრდა გვაქვს - არა გვაქვს. უბრალოდ, ამის დაფიქსირების არც რეალური საშუალება არ არსებობს. ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მარტიდან. თუ მარტში მე და თქვენ აქ შევხვდებით და ვიტყვით, რომ ამა და ამ მუხლებში ზრდა გვაქვს 60% - მისაღებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)