|
2018-12-21 18:36:51, 1422 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე შს მინისტრს ურჩევს, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“ უყუროს
„ჩემი ცოლის დაქალებს“ თუ არ უყურებთ, გირჩევთ, რომ უყუროთ. 2 წლით ადრე აკეთებს პროგნოზს, თუ რა მოხდება მომავალში, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. მან აღნიშნა, რომ მინისტრისგან პასუხი ვერ მიიღო კითხვაზე: „რა როლი მიუძღვის ამ არჩევნებში კრიმინალს და თანამშრომლობდა თუ არა ხელისუფლება ქუჩის წვრილფეხა თუ მსხვილფეხა კრიმინალთან“. „საარჩევნო უბნებზე ჩაცუცქულებიც იყვნენ, ჩამსხდრებიც, აყუდებულებიც და დაყუდებულებიც. „ჩემი ცოლის დაქალებს“ თუ არ უყურებთ, გირჩევთ, რომ უყუროთ. 2 წლით ადრე აკეთებს პროგნოზს, თუ რა მოხდება მომავალში. ჩაცუცქულობა, რომ აღდგა თქვენს დროს და მოძველბიჭო კრიმინალები, ეს ისედაც არის ნათელი და არა მხოლოდ ამ ფილმით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. გოცირიძეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა: „სერიალების გავლენის ქვეშიდან უნდა გამოხვიდეთ ბატონო რომან“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)