|
2018-12-21 15:52:31, 1381 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი გახარიას: დანაშაულები იზრდება და რიგ შემთხვევაში, შემაშფოთებელიც არის
„სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება და რიგ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ შემაშფოთებელიც არის“, - ასე მიმართა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. სესიაშვილი დაინტერესდა, რამდენად მოახდენს დანაშაულის პრევენციას სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები. „ცხადია, ჩვენი ყველას საერთო სურვილი და მიზანია, რომ ქვეყანაში დანაშაული შემცირდეს, თუმცა რა სტატისტიკური მონაცემებიც ბოლო პერიოდში გვაქვს, სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება და რიგ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ შემაშფოთებელიც არის. ამიტომ ცხადია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციამ სწორად და ეფექტურად იმოქმედოს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება. თქვენ ისაუბრეთ რეფორმებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს და ახალი საპოლიციო ინსტიტუტები დაინერგოს. შეგიძლიათ თუ არა ანალიზზე დაფუძნებული ხედვა გაგვაცნოთ კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებაში, როგორ მოხდება პრევენციის განხორციელება? მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლით ჩვენ დავრჩებით იმ სტატისტიკაში, სადაც ახლა ვართ. ეს სტატისტიკა ნამდვილად არ არის სახარბიელო, ეს სტატისტიკა იზრდება და საბოლოო ჯამში, სადაც დანაშაული გაიზრდება, იქ იქნება ნაკლები ინტერესი და სტაბილურობა, რაც თავისთავად ცხადია, ყველაფერზე მოახდენს ზემოქმედებას. ამიტომ მე მაინტერესებს რა შედეგებს ელოდებით იმ რეფორმების შედეგად, რომელიც დაგეგმილია“, - მიმართა ირაკლი სესიაშვილმა შს მინისტრს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)