|
2018-12-21 15:23:45, 1405 ნახვა
სამართალი
გახარია - „ქურდული სამყაროს“ და „კანონიერ ქურდების“ წინააღმდეგ კანონპროექტები ფაქტობრივად თავიდან დაიწერა
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იყო 9 კანონპროექტი, მათ შორის „ქურდული სამყაროს" და „კანონიერ ქურდების" წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად თავიდან დაიწერა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ამასთან, გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრებს ის საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო გეგმები, წარუდგინა რაც შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მოამზადა. „ჩვენი 2018 წლის მუშაობის შედეგების ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც თქვენს მიერ იყო მხარდაჭერილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იყო 9 კანონპროექტი, მათ შორის „ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებით და „კანონიერ ქურდების" წინააღმდეგ შექმნილი კანონი, რომელიც ფაქტიურად თავიდან დაიწერა, იმ ცვლილებებით, რომელმაც ფაქტიურად მოგვცა საშუალება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 200-ზე მეტი ადამიანი მიგვეცა პასუხისგებაში ქურდული მენტალიტეტის და კრიმინალური მენტალიტეტიდან გამომდინარე. გამკაცრდა ცრუ ჩენების, ჩვენებაზე უარის თქმის, დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ნაწილი. ასევე გამკაცრდა და ცვლილებები განხორციელდა ოჯახში ძალადობის კონტექსტში. ასევე მოგეხსენებათ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავეთ მარიხუანასთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ცვლილებები გატარდა და ფაქტობრივად პრინციპულად შეიცვალა მანდატურების მარეგულირებელი კანონმდებლობა და წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობის ნაწილი. ახლა რაც შეეხება 2019 წელს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩენი თანამშრომლობა გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში ჩვენ წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მოახდენს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას. ასევე, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლებიც გამომძიებელსა და პროკურორს შორის, პირდაპირი უფლება-მოვალეობების უფრო მკაფიო გამიჯვნას შეუწყობს ხელს. ასევე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს პოლიციის შესახებ და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობაში. რაც მთავარია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეულ გარდაქმნაშიც წარმოგიდგენთ ჩვენს ინიციატივებს. უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი ცივი იარაღის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ეს ის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებებია რომლებზეც ჩენ ვისაუბრებთ თქვენთან ერთად, 2019 წლის განმავლობაში." - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)