|
2018-12-20 18:39:18, 1669 ნახვა
კომენტარი
პავლიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა აფილირებული არ იყოს პოლიტიკურ გაერთიანებასთან
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით ხვდება. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორმა ირმმა პავლიაშვილმა შეხვედრის დაწყებადე განაცხადა, ორგანიზაციას წარსადგენათ კანდიდატურა არ ჰყავთ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული კანდიდატურა იყოს პრინციპული და აფილირებული არ იყოს ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, ვინაიდან როდესაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე არის საუბარი, ის სწორედ პროფესიული ნიშნით უნდა ირჩეოდეს, შესაბამისად, ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს წარვადგენთ ამ მოცემულობიდან გამომდინარე. რაც შეეხება უშუალოდ თამარ ჟვანიას კანდიდატურას, ამ პროცესის შეფასების კუთხით თუ შევხედავთ, წინა მოწვევის შემთხვევაში იყო წარმატებული ნაბიჯებიც, გარკვეული გამოწვევებიც, ამიტომ ერთიანობაში უნდა დავინახოთ, თუ რომელი კანდიდატურის წარდგენა იქნება და შესაბამისად, ვიმსჯელებთ ერთიანობაში“, - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა. ცნობისთვის, 21 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი უნდა წარადგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)