|
2018-12-20 14:26:00, 1312 ნახვა
კომენტარი
კალაძე წლიურ ანგარიშზე: არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი არ შეხებია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ანგარიშის წარდგენას დაესწრო. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეხებოდა და არ ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება შესაძლებელი გახდა ერთი წლის განმავლობაში. თუმცა ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არსებობს ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხები სჭირდება და ეს ასეც იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა შეფასებისას ხაზი გაუსვა განათლების რეფორმას და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. „ერთ-ერთი მათ შორის არის მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით, დაახლოებით, 8 ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და, ამასთან, შესაძლებელი იქნება მიწისზედა მეტრო სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მგზავრებს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, პროექტის განხორციელებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)