12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 09:13:12, 1524 ნახვა

სამართალი
სასამართლო დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 10:30 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია, პროკურატურა კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, რასაც დაცვის მხარე უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, კირკიტაძის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულების განადგურების საფრთხე  არ არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტის 30-მდე დეპუტატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავდებში უდგება. 

ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც  პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხობს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics