|
2018-12-18 12:11:49, 1537 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: აქ იქნება თქვენი სახლი
საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობა ექნება. პრეზიდენტის თქნით, მისი რეზიდენციის კარი მედიის წარმომადგენლებისთვის ღიაა. "მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი - off record, რომელიც საჭიროა თქვენთვის და არ არის აუცილებელი, რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე. მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა “ჩემი პრესკლუბი” და ამდაგვარი ფორმატი, მგონი, ყველასთვის საინტერესო იქნება და ვეცდები, რომ ახლო მომავალში დავიწყოთ ამ ფორმატში მუშაობა. ვფიქრობ, გვექნება ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ჩემი სურვილი და ამისთვის თქვენგანაც მადლობელი ვიქნები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. რაც შეეხება მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურს, ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის პიარსამსახურში ნათია პავლიაშვილი გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ პიარის ჯგუფი გაძლიერდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)