|
2018-12-17 16:14:10, 1281 ნახვა
კომენტარი
კალაძე: იმ სახელმწიფოს დედა ვატირე ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს, გადატრიალდნენ საკუთარ საწოლებში
"იმ სახელმწიფოს დედა ვატირე გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს, გადატრიალდნენ საკუთარ ოჯახში და საწოლებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ, საპროტესტო აქციების დაანონსებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიაა". „სასაცილოა, მათი განცხადებები. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ისინი გაისროლა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი დესტრუქციული ქმედებები სიახლე არ არის საზოგადოებისთვის, ჩვენ მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით და ვისმენთ, რომ სურვილი აქვთ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება საუბრობდნენ დამხობაზე, ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი დაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება თავიანთ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)