|
2018-12-14 15:58:00, 1377 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის
„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს რეგიონული მოთამაშე კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. „კაპიტალის ბაზარი, როგორც წესი, პატარა ქვეყნებში ცოტა უფრო ნელა ვითარდება, ამიტომ ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, კანონმდებლობის, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მაქსიმალურად შევამციროთ ბარიერები, რათა უფრო სწრაფად დაცულად, იაფად ხდებოდეს ტრანზაქცია. საგადასახადო კოდექსში ჩვენ მიერ გატარებული ცვლილებების შედეგად, გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრისთვის და ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციებისთვის. ამ მხრივ, ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეს ბაზარი განვითარდეს. თუმცა, რასაკვირველია, გადამწყვეტი არის მასშტაბი, ქვეყნის ეკონომიკა, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ რეგიონული მოთამაშე როგორც კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიაში და ამ მხრივ, კარგი დიდი პოტენციალი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)