08:46 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 14:55:53, 1554 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი ივანიშვილზე: ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან ერთად მუშაობა ნამდვილად მომწონდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია. 

მარგველაშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდება. 

"როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან მე მიმაჩნდა, რომ ძალიან სწორი იქნება ივანიშვილი გახდეს პრემიერ-მინისტრი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი და ბევრი რამე იქნება გასაგები ქართული საზოგადოებისთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც. მე მივესალმები ივანიშვილის პრემიერად მუშაობას.

ამ 5 წლის განმავლობაში პოლიტიკოსებს რომ ეკითხებოდნენ ბიძინა ივანიშვილის როლზე, მორცხვად რომ პასუხობდნენ, გაუგებრად, აღიარებენ ამ როლს თუ არ აღიარებენ, ვერ გაიგებდი. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, როგორაა იმ სიმღერაში? "დამთავრდება უხერხული ღიმილი". ეს უხერხული ღიმილი, რომ დამთავრება პოლიტიკაში ესეც მიხარია.

ამის გარდა, მე მიმაჩნია, რომ იმ პარტიაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან ერთად მუშაობა ნამდვილად მომწონდა, ოპოზიციაშიც და მინისტრადაც", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics