08:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 18:47:25, 1905 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: 2019 წელს მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 200 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელი

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მოქნილი და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის ფორმირების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს.

მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებისთვის, 2019 წელს გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი.

„აღნიშნული საგარანტიო ფონდის მეშვეობით, მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 200 მლნ ლარის საკრედიტო პორტფელი. 2020 წელს, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო გაზრდის საგარანტიო ფონდს 50 მლნ ლარამდე, ხოლო 4-5 წლიან პერიოდში აკუმულირებული საგარანტიო ფონდით, შესაძლებელი იქნება 2 მლრდ ლარამდე პორტფელის მობილიზება", - განაცხადა მან.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ჯამურად, 2019 წელს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებისთვის მიიმართება 110.0 მლნ ლარი, რაც ძირითადად, მოიცავს კრედიტის თანადაფინანსებასა და საგარანტიო ფონდს

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics