11:21 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-29 10:38:16, 277 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - უკრაინის დაბომბვები ბარბაროსული ხასიათისაა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო რუსეთის მიერ კიევში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობის დაბომბვა და ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმების „ბარბაროსული ბუნების“ გაძლიერებას.

ამის შესახებ, მაკრონი  სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე წერს.

 „ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა დაარტყა უკრაინის უდიდეს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას: უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას. ეს დარტყმები კიდევ ერთი დასტურია რუსეთის რეჟიმის მიერ მეცნიერებისა და სიმართლისადმი მტრული უგულებელყოფისა... ჩვენ ვიზიარებთ მსხვერპლთა და მათი ოჯახების ტკივილს“.

 მაკრონმა დასძინა, რომ რუსეთი აძლიერებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმების „ბარბაროსულ ბუნებას“.

პრეზიდენტმა ასევე დაარწმუნა, რომ საფრანგეთი და ევროპა მხარს დაუჭერენ უკრაინელ ხალხს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ყალბი ცნობით 20 600 კგ დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარებას ცდილობდნენ – საგამოძიებო
შელაპარკებისას პირმა უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრა - იგი დააკავეს
მაკრონი - უკრაინის დაბომბვები ბარბაროსული ხასიათისაა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics