|
2015-06-15 13:35:01, 471 ნახვა
პოლიტიკა
საგანგებო შტაბი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, პირადი ავტომობილებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, პირადი ავტომობილებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ამასთან, შტაბი მოხალისეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სტიქიით დაზარალებულ ადგილებში გადაადგილებისა და თავშეყრისაგან. როგორც საგანგებო შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებში დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება არ არსებობს. „დღეიდან თბილისში მომხადრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებში, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. ამ ეტაპზე დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება არ არსებობს. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ მოხალისეებს, გასულ დღეებში მათ მიერ გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სამაშველო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობის გამო. თუმცა, იმისათვის, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარიმართოს, გვსურს, მოვუწოდოთ მათ, თავი შეიკავონ სტიქიით დაზარალებულ ადგილებში გადაადგილებისა და თავშეყრისაგან. ამავე დროს, თხოვნით მივმართავთ დედაქალაქის მოსახლეობას, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ თბილისის ცენტრალურ უბნებში პირადი ავტომობილებით გადაადგილებისაგან, რათა შეძლებისდაგვარად მოხდეს საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა და თავიდან იქნას აცილებული საცობები“, - ნათქვამია საგანგებო შტაბის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)