|
2018-12-12 12:16:46, 1675 ნახვა
სამართალი
IDFI: კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული მოხელეების უფლებებს ლახავს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული მოხელეების უფლებებს ლახავს. ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შესაძლებელი ხდება შეიცვალოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე საჯარო მოხელეების სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაკარგავენ საჯარო მოხელის სტატუსს და ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლოა განთავისუფლდნენ სამსახურიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვისას. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრის გაფართოება და მასში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მოქცევა. IDFI აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა ისედაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მოსამსახურეების დანიშვნის შესაძლებლობას, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამშრომლებს შორის არიან პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მიხედვით უვადოდ არიან დანიშნული თანამდებობაზე. დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივა ცვლის ამ მოხელეების სტატუსს და უხეშად არღვევს მათ უფლებებს. „IDFI უარყოფითად აფასებს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილების პროექტს და მიიჩნევს, რომ ის საფრთხის წინაშე აყენებს საჯარო მმართველობის რეფორმას. საჯარო სამსახურის რეფორმა საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იყო და მიზნად ისახავდა კარიერულ პრინციპზე დაფუძნებული კვალიფიციური, პოლიტიკურად ნეიტრალური, მერიტოკრატიული და ეფექტური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიზანი სწორედ საჯარო სამსახურის მდგრადობის უზრუნველყოფა და მოხელეთა დაცვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იყო, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საჯარო სამსახურის, როგორც ერთიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას და დაიცვას საჯარო მოხელეები პოლიტიკური რყევებისგან... კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, თუ რატომ მოხდა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ როდესაც მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოზიცია ამ ცვლილებას. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურის და საკადრო უზრუნველყოფის შესახებ განსხვავებული სამართლებრივი რეგულირების გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინსტრაციის მონაწილეობით და მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო კანონპროექტის ავტორებს მოუწოდებს გაიწვიონ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რადგან ინიცირებული ცვლილება ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებებს, რისკის ქვეშ აყენებს საქართველოში ეფექტური, მდგრადი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის ჩამოყალიბებას და მთლიანობაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას", - აცხადებენ IDFI-ში.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)