|
2018-12-10 19:01:04, 1386 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: გავრცელებულ ფოტოზე ასახული სიმონ ჩიქოვანის გზის მონაკვეთი ქვეითად მოსიარულეებისთვის არ არის განკუთვნილი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფოტოზე ასახული გზის მონაკვეთი ტროტუარი არ არის. მისი თქმით, პროექტის მიხედვით, მონაკვეთი გაკეთდა წვიმის დროს წყლისთვის მიმართულების მისაცემად და გზასთან მდებარე ბეტონის კედლის ავტომანქანებისგან დასაცავად. „ის, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული, გაკეთდა იმისათვის, რომ წვიმის დროს, წყალს მიეცეს სწორი მიმართულება. ამავდროულად, ყველა პროექტზე, სადაც გზის სავალი ნაწილი ახლოსაა ნაგებობების საყრდენ კედელთან, კეთდება ანალოგიური, რათა ავტომანქანა არ დაეჯახოს კედელს და იყოს პატარა დაშორება ბეტონის კედელსა და გზას შორის. საუბარი იმაზე, თითქოს ეს არის საფეხმავლო და ქვეითად მოსიარულეებისთვის განკუთვნილი, არის ძალიან დიდი ტყუილი“, - განაცხადა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში. როგორც დედაქალაქის მერმა მოუწოდა საზოგადოების წარმომადგენლებს, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ მერიის შესაბამის უწყებაში და არ შეუწყონ ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას. „კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რომ პატივი სცენ დედაქალაქს და მის მოსახლეობას. არ დაუჯეროთ მეგობრებო და ყოველთვის დაელოდეთ სწორ ინფორმაციას, რომელსაც დედაქალაქის მერია თავად მოგაწვდით. ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტოში დაიწყო. პროექტი ითვალისწინებდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, სანიაღვრე სისტემის და ტროტუარების სრულ განახლებას, საყრდენი კედლების მოწყობას, განათების განახლებას, ასევე, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ წყლისა და წყალარინების ქსელების დაზიანებული მონაკვეთების შეცვლას.
(NS)
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)