08:46 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 17:26:48, 1340 ნახვა

კომენტარი
ოთარ კახიძე - არ შეიძლება პოლიციას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც ალიანსშია კრიმინალებთან, რომ ხმები მიიღოს

„არ შეიძლება პოლიციას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც ალიანსშია კრიმინალებთან, რომ ხმები მიიღოს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძე აცხადებს, რომ  გიორგი გახარიას სამეგრელოში არსებული სიტუაცია პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი და გამორიცხავს, მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ საქმის კურსში არ ყოფილიყო.

„ბატონი შს მინისტრი იყო ჩასული სამეგრელოში და პირად კონტროლზე ქონდა აყვანილი პირველ და მეორე ტურებს შორის იქ არსებული სიტუაცია და მე, პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ გახარიას არ სცოდნოდა, არ ყოფილიყო სრულად საქმის კურსში ამ ფაქტთან დაკავშირებით.  ამიტომ, მე ვთვლი,რომ  გიორგი გახარიაც პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი ამ ფაქტზე და იმ ზეწოლაზე ,რომელიც განიცადა მოსახლეობამ,  კონკრეტულად სამეგრელოში, მაგრამ არა მხოლოდ, იმიტომ რომ მინისტრის პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მძიმდება, როდესაც ჩვენ ვიცით და ეს არის საყოველთაო ცნობილი ფაქტი, რომ თავის თვალით ნახა, როგორც ამომრჩევლემა, ისე სახლში დარჩენილმა ტელევიზორიდან, რომ შს მინისტრი იყო გარიგებული კრიმინალურ ავტორიტეტებთან, არ შეიძლება პოლიციას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც ალიანსში არის კრიმინალებთან, რომ ხმები მიიღოს. სახელმწიფო არ შეიძლება დანაშაულთან შედიოდეს ალიანსში, დანაშაული თავისი არსით არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. ამიტომ ჩვენ,  ეხლა გვაქვს  სრულაიდ მარაზმატიკული სიტუაცია, როდესაც შს მინისტრი გვიანონსებს მართწესრიგის ოფიცრის რეფორმას, რომელიც ერთი შეხედვით სწორი ნაბიჯია, მარცხენა ხელით ამას აკეთებს და მარჯვენა ხელით, ხელს ართმევს კრიმინალებს და ძველ ბიჭებს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics