2018-12-06 13:12:58, 1583 ნახვა
სამართალი
შსს მზად არის, ხორავას ქუჩის საქმეზე რეკომენდაციების შესრულების შესახებ პარლამენტს ინფორმაცია მიაწოდოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, პარლამენტს ინფორმაცია მიაწოდოს.
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მზვრიშვილმა განაცხადა.
„პარლამენტი როგორც კი ამას განიხილავს და ჩვენ დაგვიძახებენ და გვკითხავენ რომელი რეკომენდაციები, რომელიც პარლამენტმა გასცა, რა რეკომენდაციები შევასრულეთ ჩვენ მოვალთ და ამ საკითხზე დეტალურად ვისაუბრებთ. რეკომენდაციების ნაწილი რა თქმა უნდა გათვალისწინებულია, გამოძიებაც მიმდინარეობს, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება და ამაზე დეტალურ ინფორმაციას პარლამენტს მივაწვდით“, -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, ხორავა ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ დადგენილების პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ავტორი: ,