|
2018-11-19 18:40:44, 1350 ნახვა
საზოგადოება
ბოხუას ქუჩაზე სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს
დიდუბის გამგეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. ბოხუას ქუჩაზე 2438 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტერიტორია მავთულბადითა და რკინის კარკასით შემოსაზღვრა. განთავსდა ფეხბურთის კარის ბადეები, გულშემატკივრებისთვის კი, საჩრდილობლით ფერადი ტრიბუნები დამონტაჟდა. ამ ეტაპზე, ინოვაციური ხელოვნური საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, ეწყობა გარე განათების სისტემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 312 811 ლარი გამოიყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)