09:21 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 17:43:53, 2295 ნახვა

სამართალი
გორის პარკში, სავარაუდოდ 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედრს ეძებენ

გორის პარკში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცავები სავარაუდოდ 2004 წელს დაკარგული მოზარდის ცხედრის ადგილსამყოფელს ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ე.წ. ახალ ბაღში ყველა შესასვლელი ბლოკირებულია. დღეს ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელი პოლიციას გატაცების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა.  ადგილზე გატაცებული ბავშვის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი მედიასთან კომენატრს შსს-გან ინფორმაციის დადასტურებამდე არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ იაგო ნებიერიძე გორში 8 წლის ბავშვის, ნანა ბერიაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული. რაც შეეხება 14 წლის წინ გაუჩინარებულ მოზარდს, ამ საქმეზე ნებიერიძეს ბრალი გამოძალვის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა სამარაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ჩებოქსარში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics