|
2018-11-17 15:05:10, 1336 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით „მევენახეთა ფორუმი, დარგში არსებულ სიახლეებზე“ გაიმართა
ბაზისბანკის მხარდაჭერით და კომპანია კარტლისის ორგანიზებით, ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში „მევენახეთა ფორუმი, დარგში არსებულ სიახლეებზე“ გაიმართა. ფორუმს 200–მდე ფერმერი, ბაზისბანკისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმზე გაეცნენ დარგში არსებულ სიახლეებს, განიხილეს პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, ასევე თანამედროვე სარწყავი სისტემები, ვაზის კვების სქემა, ვენახებისა და სანერგეების მიმონხილვა,ახალი მცენარეთა დაცვის საშუალებები და ა.შ. ბაზისბანკის წარმომადგენელმა შეხვედრაზე მოუწვეულ სტუმრებს ბანკში არსებული აგროსესხების პირობების შესახებ ფინანსური კონსულტაციები გაუწია. შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტს აგრობიზნესისა და ადგილობრივი წარმოების დაფინანსება წარმოადგენს. გაიცემა სესხები ადგილობრივ ფერმერებსა თუ აგრობიზნესში დასაქმებულ პირებზე, მათი მეურნეობის განსავითარებლად. ასევე, ბანკი ზრუნავს აგროსექტორში დასაქმებული პირების საინფორმაციო მხარდაჭერაზე ტრენინგების მეშვეობითაც. მონაწილეებს ბაზისბანკისგან ჟურნალი „აგრო ბაზისის“ ახალი ნომერი გადაეცათ. ბაზისბანკის აგროჟურნალი ყოველკვარტლური გამოცემაა, რომელიც 2015 წლიდან გამოიცემა და აგრობიზნესში დასაქმებულ პირებს მათთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციულ, ილუსტრირებულ სტატიებს სთავაზობს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)