|
2018-11-16 13:12:26, 1803 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორიის შესახებ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა პოზიტიურია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულა 23-კაციანმა ჯგუფმა, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ პოზიტიური დასკვნა დადო. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, შეფასებითი დასკვნა დღეს, უწყების ოფიციალურ გვერდზე დაიდება. "ექსპერტთა 23-კაციანმა ჯგუფმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ მოწვეულნი, ერთხმად თქვეს რომ ეს ლაბორატორია გახლავთ ძალიან გამჭვირვალე. მათ რაც მოითხოვეს ყველა კუთხე ნახეს, ყველა დოკუმენტი, ყველა სამეცნიერო პროექტი, რაც ლაბორატორიაში მიმდინარეობს და თქვეს რომ არის აბსოლუტური გამჭვირვალობა. დასკვნაში წერია რომ ლაბორატორია მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების პრინციპით, და რაც მთავარია, დასკვნაში პირდაპირ წერია - ლაბორატორია საჭიროა საზოგადოებისთვის, საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის და სხვა სამუშაოები აქ არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ BBC-მ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა და რუსულ პროპაგანდაზე გამოძიება ჩაატარა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)