09:02 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 12:21:31, 1205 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ახალ წელს დედაქალაქის მორთვაში ბიზნეს სექტორი წელსაც მიიღებს მონაწილეობას

 „საახალწლოდ, დედაქალაქის მორთვაში ბიზნეს სექტორი წელსაც მიიღებს მონაწილეობას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული ტრადიცია შარშან დამკვიდრდა და  წელსაც გაგრძელდება.

„ჩვენ გვქონდა კონკრეტული ადგილები, პარკები, სკვერები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიების მიერ იყო მორთული და გალამაზებული. გვინდა, ეს ტენდეცია წელსაც  გაგრძელდეს. ბიზნესი უკვე აქტიურობს - მათ აქვთ სურვილი, სხვადასხვა ადგილები  საახალწლოდ მორთონ  და ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს თხოვნით მიმართა, რომ ფასადები შესაძლებლობის ფარგლებში, საახალწლოდ გააფორმონ.

 „მინდა თხოვნით მივმართო პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს,  რომ საახალწლოდ ყველამ, თუ არის ამის შესაძლებლობა, გარე ფასადზე ან შიგნით, თითო სათამაშო ჩამოკიდოს, რათა საახალწლო განწყობა შეიქნას“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საახალწლოდ ქალაქში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics