23:06 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 14:40:07, 1064 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე მოწერელია მეჩითოვზე: ინტერვიუ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და თითოეული ქართველის ღირსებას ეწინააღმდეგება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სოციალური ქსელის საშუალებით იური მეჩითოვის ინტერვიუს გამოეხმაურა. 

როგორც გუბერნატორი წერს, 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის უდიდესი ტრაგედია

"ახლა მოვისმინე და სასწრაფოდ მინდა გამოვხატო ჩემი აღშფოთება იური მეჩითოვის ინტერვიუსთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა ვთქვა ის, რასაც, დარწმუნებული ვარ, ყველა სამშობლოს მოყვარე ადამიანი იზიარებს: 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის უდიდესი ტრაგედია და ამავე დროს, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი აქტი. რამაც კიდევ ერთხელ დაანახა მთელს დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე და, რაც მთავარია, საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას მოუტანა სანატრელი დამოუკიდებლობა - ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იღწვოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად. დიახ, ამ დღეს ჩვენს თავისუფლებას მსხვერპლად შეეწირნენ საბჭოთა იმპერიის მიერ განზრახ დახოცილი ქართველები და მათ შორის პატარა გოგონები. ამ დღის გახსენება დღესაც უდიდეს ტკივილს იწვევს ყველა ჩვენგანში. სამწუხაროდ, მე ახლა მოვისმინე სრულიად აღმაშფოთებელი ინტერვიუ, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულობას და თითოეული ქართველის ღირსებას. ამიტომ აუცილებლად მივიჩნევ, რომ ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან მოჰყვეს სათანადო უმკაცრესი შეფასება. დარწმუნებული ვარ ეს იქნება უკანასკნელი პრეცედენტი და მომავალში ვერავინ გაბედავს ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფას", - წერს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics