|
2018-11-11 12:03:25, 1212 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ქართველი „ბორჯღალოსნების“ საგულშემატკივროდ პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდპირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა. მატჩის ტრანსლაციას უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. თბილისის მერმა მატჩის დაწყებამდე ქართველ „ბორჯღალოსნებს“ წარმატებები უსურვა. „წარმატებას ვუსურვებ ჩვენს გუნდს, რასაც ყველა ველოდებით. ძალიან რთული შეხვედრა იქნება, იტალია ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ვამაყობთ მათი გამარჯვებებით. მთელი თბილისის ახალგაზრდობა აქ არის. ვინც ვერ ახერხებს აქ მოსვლას, ისინი სახლიდან უყურებენ. ყველა ვგულშემატკივრობთ ჩვენს ბიჭებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიამ უზრუნველყო. ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე, სადაც „ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს შეხვდნენ, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული ჰიმნი ანსამბლ „შვიდკაცასთან“ და „ჰერიოსთან“ ერთად გულშემატკივრებმა შეასრულეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)