08:54 - 12 Nov, 2026
|
2018-11-10 21:40:41, 1531 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გაშალოს კარავი
რუსთაველის გამზირზე, სადაც შვილმოკლული მამების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი მცდელობა, მოქალაქეებს ჩამოართვან კარვები, არის კანონდარღვევა. „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გაშალოს კარავი იქ, პროტესტის ნიშნად, სადაც ის ჩათვლის საჭიროდ, თუ ის არ არღვევს კანონით დადგენილ ფარგლებს. ამ შემთხვევაში, პარლამენტის წინ კარვების გაშლა, როდესაც ის არ უშლის ხელს ტრანსპორტის გადაადგილებას და ხელოვნურ დაბრკოლებებს არ ქმნის ან რომელიმე უწყების ფუნქციონირებას არ უშლის ხელს, არის სრულიად გამართლებული,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლება შეეზღუდათ .
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)