|
2018-11-10 15:17:38, 3731 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეებმა ოკუპანტებს უკანალი აჩვენეს [LIVE]
სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეები მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფ ე.წ. მესაზღვრეებს და რუსულ ტელევიზიას უკანალი აჩვენეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, მსგავსი ტიპის აქციები რაც შეიძლება ხშირად უნდა გაიმართოს, რათა მავთულხლართების გადმოწევა აღარ მოხდეს. „ძალიან კარგია, რომ მსგავსი აქცია მოეწყო. შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა მოვიდეთ ე.წ. საზვართან და შევახსენოთ საზღვრისპირა მყოფ პირებს, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ასეთი აქციები თუნდაც იმის გამო უნდა გაიმართოს, რომ ოკუპანტებმა მავთულხლართები აღარ გადმოწიონ. ასეთი აქციები უნდა იმართებოდეს გულწრფელი ადამიანების მიერ, რადგან მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. გარდა ამისა აქციის მონაწილეებმა მავთხულხლართებთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და რუს ოკუპანტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ცხინვალი საქართველოა. ისინი ასევე სკანდირებენ: „არა რუსულ ოკუპაციას“, „რუსეთი ოკუპანტია“, „გაეთრიეთ ქართული მიწიდან ოკუპანტებო“, „ცხინვალი საქართველოა“ და ა.შ. აქცია პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ და მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ ორგანიზებით ტარდება. აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)